I კლასელთა რეგისტრაცია ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა აცხადებს I კლასის მოსწავლეების რეგისტრაციას 2020-2021 სასწავლო წლისათვის.

დაინტერესებულ პირებს გთავაზობთ ინდივიდუალური ფორმატის საინფორმაციო შეხვედრებს. შეავსეთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, მიუთითეთ შეხვედრისთვის თქვენთვის მოსახერხებელი დრო და გვესტუმრეთ.

  • რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fmEw2

შეხვედრაზე დაათვალიერებთ სკოლის კამპუსს, ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებისა და სასკოლო კლუბების შესახებ ადმინისტრაციისა და კათედრების ხელმძღვანელებისგან.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა გისურვებთ წარმატებას.