შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისურში
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში IVა, IVბ და IVგ კლასებში ჩატარდა შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისურ ენაში.
მოსწავლეებმა წარმატებით დაასრულეს სახელმძღვანელო - Backpack Gold- ის მესამე ეტაპი.
ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებში ჩატარდა სახალისო თამაში Jeopardy. Jeopardy- არის ამერიკული ტელეთამაში, რომელიც წარმოდგენილია ვიქტორინის სახით, სადაც კონკურსანტებს წარუდგენენ ზოგადი ცოდნის შეკითხვებს სხვადასხვა თემებზე, დღევანდელი ვიქტორინის შეკითხვები მოიცავდა Backpack Gold 3-ის მასალას. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ IV კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.
გამარჯვებული გუნდის შემადგენლობა გახლავთ:
- მარიამ ძნელაძე
- თეკლა ჩხიკვაძე
- ანასტასია ჭოხონელიძე
- დავით ხუჭუა
- ნიკო შეშელიძე
თითოეულ მონაწილეს გადაეცა წარმატებისა და მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სკოლის მიერ განსაზღვრული ფასიანი საჩუქრით. ღონისძიების ხელმძღვანელები: ინგლისური ენის პედაგოგები ნინო ხაჩიძე და ანა ზოიძე ჟიურის შემადგენლობა: ინგლისური ენის პედაგოგები ნათია ჯაყელი და ნინო ვარშანიძე