GASB ეკო-კლუბი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის "ეკო-კლუბი"-ს წევრები აგრძელებენ ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2022“ პროექტის ფარგლებში აქტივობებს, რომლის მიზანია აგრარული განათლების აუცილებლობა სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის.

აღნიშნული მიზნის მისაღწევად GASB - ეკო კლუბის მოსწავლეებისთვის, სკოლის ადმინისტრაციამ გამოყო მიწის ნაკვეთი, სადაც მოსწავლეებმა საკუთარი ხელით დაამუშავეს და მოიყვანენ ბიო პროდუქტებს.

პირველ ეტაპზე, მოსწავლეები გაეცნენ ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების გაშენება, ნაკვეთის მომზადების წესებს, ინფორმაციის გაცნობის შემდეგ, აღნიშნულ ნაკვეთზე დათესეს ჩვეულებრივი ბარდა, რომლის მოსავალსაც გაზაფხულზე ელოდებიან. აღნიშნული აქტივობა, ერთი მხრივ გააღრმავებს აგრარული მიმართულებით მოსწავლეების ცოდნას, და ასევე დაეხმარებათ მომავალი გეგმის შესრულებაში, როგორიცაა ,,იყავით ცვლილებების ინიციატორები - იზრუნეთ, რომ სკოლაში არსებულ კვების ობიექტებში ჯანსაღ საკვებზე მიგიწვდებოდეთ ხელი".

"ეკო-კლუბი"-ს წევრები:

  • ელიზა სამუილოვა
  • სალიმენურ ბაიბურთ
  • კესო ტუღუში
  • ელენე ჩხაიძე
  • ლანა კახიძე
  • ლიზი ჭელიძე
  • მარია ჯიბლაძე
  • ნინა ჭოხონელიძე

"ეკო-კლუბი"-ს ხელმძღვანელი: დიანა გოგიჩაიშვილი