თვითმმართველობის არჩევნები GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები.

არჩევნები ორ ეტაპად წარიმართა, პირველ ეტაპზე - საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა აირჩიეს კლასის პრეზიდენტები, რომლებიც მოსწავლეთა თვითმმართველ საბჭოში იმუშავებენ, ხოლო მეორე ეტაპზე არჩეულ იქნა - სკოლის თვითმმართველობის პრეზიდენტი, წარმოდგენილი საშუალო საფეხურის მოსწავლეთაგან. შემაჯამებელი ოქმების შედეგად მოსწავლეთა თვითმმართველობის პრეზიდენტად არჩეულ იქნა ემილი ქუთელია - XIბ კლასი.

მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წევრები გახლავთ:

  • ანდრია ჟღენტი - VIIა კლასი
  • თამაზ ბოლქვაძე - VIIბ კლასი
  • ნინა ჭოხონელიძე - VIIIა კლასი
  • დავით დუმბაძე - IXა კლასი
  • ნიტა ტუღუში - IXბ კლასი
  • ნინელი ქასრაძე - Xა კლასი
  • ანი იოსელიანი - XIა კალსი
  • ემილი ქუთელია - XIბ კლასი
  • მელიტა ჩხაიძე - XIIა კლასი

არჩევნები ჩატარდა თანასწორობის საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, გამჭვირვალობისა და კლასების მიხედვით მოსწავლეთა თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპების დაცვით.

მოსწავლეთა თვითმმართველობის არჩევნები მნიშვნელოვანია სასკოლო საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და დემოკრატიული ფასეულობების ჩამოყალიბებისათვის, ასევე მოსწავლეთა მოტივაციის ასამაღლებლად, რათა ისინი აქტიურად იყვნენ ჩართულები სასკოლო ცხოვრებაში, განახორციელონ სხვადასხვა პროექტები, გამოიჩინონ ინიციატივები, შექმნან სასკოლო კლუბები და ა.შ. 

სკოლის დირექციისა და ადმინისტრაციის სახელით ვულოცავთ თვითმმართველობის ახალ შემადგენლობას გამარჯვებას და ვუსურვებთ წლის განმავლობაში ნაყოფიერ, შედეგიან საქმიანობას.