ვიზიტი ბათუმის ტექნოპარკში

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის VI კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკი ბათუმი • Tech Park Batumi -ს.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში ფაბლაბის დანადგარების მუშაობის აღწერა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.

პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობის შესახებ.