ინტელექტუალური ვიქტორინა GASB-ში

GASB-ის XI კლასელებს შორის ჩატარდა ინტელექტუალური ვიქტორინა სახელწოდებით „რამდენად კარგად ვიცნობთ ქართველი რომანტიკოსების ცხოვრებასა და შემოქმედებას“.

ვიქტორინაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა გუნდმა:

  •  "თელგი"
  • "ყორანი"
  • "მერანი"
  • "მთაწმინდა"

ვიქტორინა შედგებოდა ორი ტურისგან, მათ შორის ბიოგრაფიული ცნობებისგან და შეკითხვებისგან. ვიქტორინის ბოლოს კი გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი „თელგი“.

გამარჯვებული გუნდის წევრები გახლავთ:

  • ემილი ქუთელია
  • გიორგი უღრელიძე
  • ლუკა ზაქარაძე
  • თეიმურაზ ჯაყელი
  • იოსებ ცეცხლაძე

ღონისძიების თითოეულ მონაწილეს გადაეცა წარმატებისა და მონაწილეობის სერტიფიკატი და სამახსოვრო საჩუქარი.

ჟიურის წევრები: გურანდა აბაშიძე - გეოგრაფიის პედაგოგი მარიკა დუმბაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი

ღონისძიების ხელმძღვანელი: ნათია მახარაძე - ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი