Global Partners წარმომადგენლების ვიზიტი GASB-ში

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში Global Partner-ის წარმომადგენლებმა ერთი კვირის განმავლობაში ჩაატარეს ტრენინგი მრავალი საინტერესო აქტივობით, ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს და თავადაც ჩაატარეს გაკვეთილები. Global Partners-ს ჰყავს გამოცდილი, მაღალკვალიფიციური პედაგოგების ჯგუფი, რომელიც ზრუნავს მსოფლიოს მასშტაბით მასწავლებლებისა და მოსწავლეების ინგლისური ენის ცოდნის გაღრმავებაზე.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სხვადასხვა საფეხურის ინგლისური ენის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგები შემდეგ საკითხებზე:

  • ინტერაქციული და სახალისო აქტივობების გამოყენება ინგლისური ენის გაკვეთილებზე;
  • გრამატიკის სწავლება დაწყებით საფეხურზე;
  • წერის სწავლების მეთოდები და აქტივობები;
  • მოსწავლეების მომზადება საჯარო გამოსვლებისთვის.

ტრენინგებს უძღვებოდნენ გამოცდილი ამერიკელი პედაგოგები:

  • ლანეტ დელინგერ: Global Partners-ის დირექტორი
  • რუთ დერიქ: Global Partners-ის დირექტორის მოადგილე
  • მარა ჯონსონ: Global Partners-ის სპეციალისტი