,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2022“ კონკურსში მონაწილეობა

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბი მონაწილეობს ,,ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის 2022“ კონკურსში.

GASB-ელების საკონკურსო თემაა - ,,მწვანე ეკონომიკა“- მდგრადი განვითარება ,,არა - შიმშილს“.

პროექტის მიზანია ,,ჯანსაღი ეკოსისტემა-ძლიერი საზოგადოება“.

მსოფლიოში ყოველი მე-8 ადამიანი ქრონიკული შიმშილის პირობებში იმყოფება. თუ თქვენ გაგიმართლათ და მათ რიცხვს არ მიეკუთვნებით, თქვენს სკოლაში, საცხოვრებელ კორპუსში ან სამეზობლოში შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომლებსაც საკვების ნაკლებობის პრობლემა აქვთ. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, "ეკო კლუბის" წევრებმა, ჩვენი სკოლის მზარეულების დახმარებით GASB-ის კაფეტერიაში მოამზადეს მოსწავლეებისთვის განკუთვნილი რაციონით გათვალისწინებული საკვები.

"ეკო-კლუბის" წევრები:

  • ელიზა სამუილოვა
  • სალიმენურ ბაიბურთ
  • კესო ტუღუში
  • ელენე ჩხაიძე
  • ლანა კახიძე
  • ლიზი ჭელიძე
  • მარია ჯიბლაძე
  • ნინა ჭოხონელიძე

"ეკო-კლუბის" ხელმძღვანელი: დიანა გოგიჩაიშვილი