GASB-ელები ბათუმის ტექნო პარკში!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის V კლასის მოსწავლეები ესტუმრნენ ტექნოპარკი ბათუმი • Tech Park Batumi -ს.

საინფორმაციო ტურის ფარგლებში ფაბლაბის დანადგარების მუშაობის აღწერა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ჩვენი მოსწავლეებისთვის.

პრეზენტაციის მსვლელობისას გაიმართა საინტერესო დისკუსია საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის მნიშვნელობის შესახებ.