GASB ALUMNI OF 2021-2022 SCHOOL YEAR!

მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი 2021-2022 სასწავლო წლის კურსდამთავრებულის, მელიტა ჩხაიძის წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს მელიტა ჩხაიძეს რომის ამერიკულ უნივერსიტეტში The American University of Rome-ში საერთაშორისო ურთიერთობებისა და გლობალური პოლიტიკის სპეციალობაზე წარმატებით ჩაირიცხვას!

მელიტამ მოიპოვა გაეროს მოდელის სტიპენდია, რომელიც განკუთვნილია ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის, რომელსაც აქვს ღრმა ინტერესი კულტურების, მრავალფეროვნებისა და საერთაშორისო პერსპექტივებისადმი.

აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ გავლილი გაერთიანებული ერების მოდელის მინიმუმ ერთი წელი და მონაწილეობა მიიღონ Model United Nations-ის ერთ კონფერენციაში მაინც.

მელიტამ აღნიშნული პირობები წარმატებით გაიარა და 2022 წლის შემოდგომიდან პროგრამის მონაწილე იქნება.

ამ და მსგავსი სტიპენდიების შესახებ ვრცელი ინფორმაციისათვის: https://aur.edu/undergraduate-scholarships