გუნდური ოლიმპიადის გამარჯვებულები მათემატიკაში!

GASB-ელები გუნდური ოლიმპიადის გამარჯვებულები მათემატიკაში! აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ქვეპროგრამის "კონკურსები და ოლიმპიადები" ფარგლებში ჩაატარა გუნდური კონკურსი დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის:

  • ქართულ ენასა და ლიტერატურაში;
  • მათემატიკაში;
  • ისტორიასა და სამოქალაქო განათლებაში

კონკურსში სულ მონაწილეობდა 441 გუნდი მათ შორის ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის გუნდები. მეორე ტურში საუკეთესო შედეგის მქონე 48 გუნდი გამოვლინდა, რომელთა შორის პირველი ადგილი მოიპოვა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მათემატიკის გუნდმა მაქსიმალური ქულით. გუნდის წევრები გახლავთ:

  • ნიკა დარსალია IX კლასი
  • დავით დიასამიძე IX კლასი
  • ანრი დუმბაძე VII კლასი
  • ელიზა სამუილოვა VIII კლასი
  • სალიმენურ ბაიბურთ VIII კლასი 

GASB-ი გილოცავთ ღირსეულ გამარჯვებას!