გალაკტიონ ტაბიძის 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ლიტერატურული საღამო

18 ნოემბერს, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის, 130 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ლიტერატურული საღამო.

GASB-ის X და XI კლასის მოსწავლეებმა ლიტერატურულ საღამოს დამსწრე საზოგადოებას პოეზიის მეფის ცხოვრების ისტორია კიდევ ერთხელ გააცნეს და არაერთი ცნობილი ლექსი წაიკითხეს.

პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ნათია მახარაძე