,,ოქროსფერი შემოდგომა“ GASB-ში!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა საზეიმოდ გააცილეს ,,ოქროსფერი შემოდგომა“.

ბარაქიანი შემოდგომის დიდებულებას კარგად ასახავდა საზეიმოდ მორთული სცენა, სადაც ,,გაცოცხლებული’’ იყო შემოდგომა სოფელში.

პატარებმა გამოფინეს შემოდგომის ნობათი, წაიკითხეს ლექსები და ისაუბრეს, თუ რამდენად ბარაქიანია შემოდგომა საქართველოში.

კლასი - Iა, Iბ, Iგ, Iდ, IIა, IIბ, IIგ, IIIა, IIIბ, IIIგ, IIIდ, IVა, IVბ, IVგ

ჯადოსნური გარემოს შექმნაზე იზრუნა ხელოვნების მასწავლებელმა - ლია ბაჯელიძემ.