„ჰიგიენა და ვაქცინაცია" II კლასელებში

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გრძელდება პროექტი, „ჰიგიენა და ვაქცინაცია" GASB-ის „ეკო-კლუბის“ ხელმძღვანელობით. COVID-19 -ით გამოწვეული პანდემია ერთგვარ გამოცდად იქცა, რომელმაც სრულიად შეცვალა ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რიტმი.

კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისა და ტემპის შენელებისთვის, აუცილებელია საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლეთა ინფორმირებულობა და რეგულაციების სწორი დაცვა. GASB-ის „ეკო-კლუბის“ VIII კლასის მოსწავლეებმა და კლუბის ხელმძღვანელმა , დიანა გოგიჩაიშვილმა, მოამზადეს პროექტი თემაზე: ,,ჰიგიენა და ვაქცინაცია“.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში „ეკო -კლუბი“ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს პერმანენტულად გამართავს ჩვენი სკოლის დაწყებითი საფეხურის ყველა კლასში.

მეორე შეხვედრა გაიმართა მეორე კლასელებთან, სადაც ისაუბრეს COVID-19 -ით გამოწვეული ვირუსის გავრცელების რისკის შესამცირებლად ჩასატარებელ ღონისძიებებზე. მათ შორის, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს, ხელების ხშირ და სწორ დაბანას, პირბადის გამოყენებასა და სოციალური დისტანციის დაცვას.

GASB -,,ეკო- კლუბი“ სლოგანით -,,კიდევ უფრო შევიყვაროთ სიცოცხლე“ მრავალ სიახლეს გეგმავს ჩვენი სკოლის მოსწავლეებისთვის.