GASB-ის ქართული ცეკვის წრე

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ფუნქციონირებს ქართული ცეკვის წრე

• დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის;

• საბაზო საფეხურის მოსწავლეებისთვის;

• საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის;

ქართული ცეკვის წრე ესთეტიკური აღზრდის კერაა, რომლის ძირითადი მიზანია, მოზარდ თაობას გაუღრმავოს ინტერესი და სიყვარული ქართული ცეკვის ხელოვნებისადმი.

ქართული ცეკვის წრის ხელმძღვანელია ფრიდონ სულაბერიძის ქართული ცეკვის მასტერკლასის სერტიფიცირებული - პედაგოგი დარეჯან სირაბიძე.

პედაგოგი დიდი სიყვარულით უზიარებს პატარებს ხალხურ შემოქმედებას და უყალიბებს სწორ მიდგომას, ყველა იმ ფასეულობებისადმი, რომლის შენახვა-განვითარება მნიშვნელოვანია მომავალი თაობისათვის.