GASB-ის ხელოვნების წრე

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის ფუნქციონირებს ხელოვნების წრე. ხელოვნების წრის მიზანია მოსწავლეთა მრავალმხრივი შემოქმედებითი უნარ-ჩვევების გამოვლენა და ცოდნის გაღრმავება ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებისადმი .

კლასგარეშე წრის გაკვეთილებზე მოსწავლეებს ეძლევათ შესაძლებლობა საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით აირჩიონ გაკვეთილის თემა, სამუშაო მასალა, სიუჟეტი და ა.შ., რაც მნიშვნელოვანია მათი შემოქმედებითი თვითგამოხატვისა და თვითრეალიზაციისათვის.

GASB-ის მოსწავლეები მუშაობენ აპლიკაციებზე, ქმნიან ნატურმორტებს, პეიზაჟებს და სხვა მიმართულების ნახატებს.

ხელოვნების წრეს ხელმძღვანელობენ ხელოვნების სერტიფიცირებული პედაგოგები : 

  • ლიანა ბეჯელიძე და ნათია ოსეფაიშვილი