GASB-ის ჭადრაკის სასკოლო კლუბი

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში I - VI კლასის მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს ჭადრაკის სასკოლო კლუბი.

ჭადრაკის წრეზე მოსწავლეებს უვითარდებათ ისეთი უნარები როგორიც არის მიზანდასახულობა და დაბრკოლების მარტივად გადალახვა. ჭადრაკი - ინტელექტუალური თამაშია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული ხელოვნების, მეცნიერებისა და სპორტის ელემენტები. ჭადრაკი ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციის, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას და სხვა. 

ჭადრაკი განსაკუთრებულ როლს ასრულებს მოსწავლის კოგნიტური უნარების განვითარებაში. ხელს უწყობს ლოგიკური აზროვნების, პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას. ჭადრაკის ერთ- ერთი მთავარი პრონციპი ისაა, რომ ადამიანი სწავლობს რამდენიმე ნაბიჯის წინასწარ გათვლას.

ჭადრაკის წრეს სერტიფიცირებული პედაგოგები, ეთერ თურმანიძე და თორნიკე კალანდაძე ხელმძღვანელობენ.