BE MY PEN-PAL

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლისა და თბილისის არქიმედეს სკოლის თანამშრომლობის საფუძველზე, მიმდინარე სასწავლო წლის ოქტომბრის თვეში დაიწყო პროექტი „Be My Pen-Pal.”

აღნიშნული პროექტი მიზნად ისახავს ინგლისურ ენაზე არაფორმალური წერილის წერის ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.

პროექტში მონაწილე ორივე სკოლის მე-9 კლასელები ორი თვის განმავლობაში, კვირაში ერთხელ თავიანთი „კალმის მეგობრებს “მისწერენ არაფორმალურ წერილებს, რის შედეგაც ერთმანეთს შეხვდებიან და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაგეგმილ აქტივობებში.