26
ოქტომბერი
სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი 2021
24-25 ოქტომბერს, ქ. ბათუმში საჭადრაკო კლუბი ნონასა და ბათუმის სასპორტო სკოლის ბაზაზე ჩატარდა სასკოლო საჭადრაკო ფესტივალი 2021-ის პირადი და გუნდური პირველობა. აღნიშნულ ფესტივალში მონაწილეობა მიიღეს ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა.
GASB-ს გუნდის წევრები:
- ლოლა მემიაძე - V კლასი
- თემური კახიძე - VI კლასი
- ანდრია ბერიძე - IV კლასი
ფესტივალი მოიცავდა სამ ეტაპს:
- პირველი ეტაპი - შიდა სასკოლო პირველობები;
- მეორე ეტაპი - ფინალი - პირადი პირველობა;
- მესამე ეტაპი - ფინალი - გუნდური პირველობა
პროექტის მიზანია "ბათუმი - ევროპის სპორტის ქალაქის" ფორმატში მასობრივი სპორტის განვითარება, პოპულარიზაცია, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრება, ცნობადობის ამაღლება, სასკოლო აქტივობის გაძლიერება და ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა.
ორგანიზატორები:
- ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია ბათუმის ა(ა)იპ;
- "საჭადრაკო კლუბი ნონა", რომელიც აგრეთვე პროექტის ინიციატორია.