19 ოქტომბრის მდგომარეობით, სკოლის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის თანამშრომლებში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მასწავლებელთა სავალდებულო COVID-19-ზე ტესტირება ყოველკვირეულად ტარდება!

19 ოქტომბრის მდგომარეობით, სკოლის თანამშრომელთა 80% ვაქცინირებულია.

გარდა ამისა, საქართველოს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, კერძო/საჯარო სკოლების საქმიანობა აუცილებელია განხორციელდეს, საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების სრული დაცვით.

ერთად შევაჩეროთ COVID-19-ით გამოწვეული პანდემია!