გიორგი კეკელიძე ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოწვეული მასწავლებელი გახდა

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოწვეული მასწავლებელი გახდა. გიორგი დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის წაიკითხავს კურსს შემოქმედებით აზროვნებაში.