ახალგაზრდულ პოლიტიკაზე მომუშავე თემატური ჯგუფის "მონაწილეობის ხელშეწყობა" სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეები ჩართული არიან ბათუმის მერიის ახალგაზრდული ცენტრის მიერ ორგანიზებული პოლიტიკის დოკუმენტის შექმნაში.

5 ოქტომბერს მათ მონაწილეობა მიიღეს სამოქალაქო მონაწილეობის თემატური ჯგუფის Zoom შეხვედრაში.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმში მცხოვრები ახალგაზრდები, არასამთავრობო და სამთავრობო სექტორის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლები, მათ შორის ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-10 და მე-12 კლასის მოსწავლეები:

  • ალექსანდრე მეტრეველი
  • გიორგი ქასრაძე
  • თეა შარაშიძე
  • მელიტა ჩხაიძე

ჯგუფის ფასილიტატორად მოწვეული იყო ნათია აფხაზავა, არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის" ბათუმის ფილიალის ხელმძღვანელი.

ახალგაზრდების ჩართულობა მნიშვნელოვანია მათი აქტიური და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო უნარების განვითარებისთვის.