ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეებმა წარმატებით ჩააბარეს DELF-ის გამოცდები.

ყოველწლიურად საქართველოს ფრანგულ ინსტიტუტში, ფრანგული ენის ცოდნის დონის დამადასტურებელი DELF-ის და DALF-ის საგამოცდო სესიები ტარდება.

დონის დამადასტურებელი დიპლომი უვადოა, DELF-ის და DALF-ის დიპლომი, როგორც საფრანგეთის განათლების მიერ გაცემული დოკუმენტი, აღიარებულია მთელს მსოფლიოში.

2021 წლის გაზაფხულის, საგამოცდო სესიაზე, გავიდა ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის 5 მოსწავლე, რომლებმაც წარმატებით ჩააბარეს DELF-ის გამოცდები.

  • თეა შარაშიძე - B1
  • ანი იოსელიანი - A1
  • ემილი ქუთელია - A1
  • ანა ბოლქვაძე - A1
  • ნინი ჯიმშერაძე - A1