ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ახალი სასწავლო წელი 15 სექტემბერს დისტანციურ რეჟიმში დაიწყება.

საქართველოს უწყებათშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით და GASB-ის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სასწავლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში სრული მზადყოფნაა, რათა ონლაინ სწავლება წარიმართოს მაღალი ხარისხით. ინტენსიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო ტექნოლოგიების ინტეგრირება საგაკვეთილო პროცესში, რათა უფრო ეფექტიანი და მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული გავხადოთ სასწავლო პროცესი ახალ რეალობაში.

წარმატებულ 2021-2022 სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა GASB-ელს!