GASB მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გრძელდება!

 ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მასწავლებელთა პროფესიული განვითარება გრძელდება. ამჯერად ჩატარდა ტრენინგი, თემაზე - “მოსწავლეთა ცოდნის შეფასების ეფექტიანი საშუალებები“.

ტრენინგის ფარგლებში მასწავლებლები გაეცნენ შეფასების თანამედროვე პრინციპებსა და ხერხებს, ასევე შეფასების მნიშვნელობას სწავლისადმი მოტივაციის გაზრდაში. პედაგოგებმა ტრენინგზე განიხილეს განმსაზღვრელი და განმავითარებელი შეფასებებების სხვადასხვა სქემები, იმსჯელეს მიმდინარე და შემაჯამებელი შეფასებების მნიშნელობასა და მიზნებზე.

ტრენინგის ბოლოს შეიმუშავეს რამდენიმე შეფასების რუბრიკა, რომლებიც მომავალი სასწავლო წლიდან მოსწავლეების ჩართულობით მოდიფიცირდება და დაინერგება სასწავლო პროცესში.

ტრენინგს უძღვებოდა: ხარისხის მართვის მენეჯერი, დავით ლიპარტელიანი