GASB პედაგოგებისთვის ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ხარისხის მართვის მენეჯერის, დავით ლიპარტელიანის ხელმძღვანელობით ჩვენი პედაგოგებისთვის ჩატარდა კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი, თემაზე - „როგორ დავგეგმოთ მოქნილი და შემოქმედებითი გაკვეთილი“.

ტრენინგის ფარგლებში პედაგოგებმა მიიღეს დამატებითი ინფორმაცია გაკვეთილის დაგეგმვის თანამედროვე მეთოდებისა და მიდგომების, ასევე კონსტრუქტივისტული და დიფერენცირებული სწავლის პრინციპების შესახებ. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა სასკოლო სასწავლო გეგმის, ეროვნული სასწავლო გეგმის და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების საგაკვეთილო პროცესში ასახვასთან დაკავშირებით.