,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი''-ს 94-ე საერთაშორისო ონლაინ სესიაში მონაწილეობა!

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის სამი მოსწავლე მონაწილეობას მიიღებს ,,ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი''-ს 94-ე საერთაშორისო ონლაინ სესიაში, რომლის მასპინძელი ქვეყანაა სლოვენიის დედაქალაქი ლუბლიანა. აღნიშნული სესია გაიმართება 2021 წლის 31 ივლისიდან 8 აგვისტომდე.

EYP- საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც დაარსებიდან (1987 წ.) დღემდე ხელს უწყობს ევროპელ ახალგაზრდებს აქტიურად ჩაერთონ ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში, გაიზიარონ განსხვავებული კულტურისა და ეროვნების ახალგაზრდების მოსაზრებები და ერთობლივად იმუშაონ საერთო ევროპული და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად.

საერთაშორისო სესიაში მონაწილეობენ:

  • თეიმურაზ ჯაყელი - X კლასი
  • ანი იოსელიანი - X კლასი
  • ემილი ქუთელია - X კლასი 

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის აპოლიტიკური ორგანიზაცია, რომლის უპირველესი მიზანია ახალგაზრდებში დამოუკიდებელი სოციალურ-პოლიტიკური აზროვნების ჩამოყალიბება. ორგანიზაცია ახალგაზრდებს აძლევს შესანიშნავ შესაძლებლობას გამართული ღონისძიებების ფარგლებში წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ქვეყანა ევროპის სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად, განიხილონ და იმსჯელონ აქტუალურ პრობლემებზე და მათ შესაძლო გადაწყვეტის გზებზე, გაიცნონ და გაიზიარონ ევროპული ღირებულებები.

GASB-ი წარმატებას უსურვებს თითოეულ მონაწილეს!