მობილობა ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში!

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში 2021-2022 სასწავლო წლისთვის მობილობა ცხადდება II-XII კლასის ჩათვლით.

II-XII კლასში მობილობის მსურველებმა ონლაინ უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა და დაჯავშნოთ ინდივიდუალური საინფორმაციო შეხვედრა სკოლის ადმინისტრაციასთან. საინფორმაციო შეხვედრებს სკოლა გამართავს: როგორც დისტანციურ, ასევე სკოლაში ვიზიტის ფორმატით. საინფორმაციო შეხვედრაზე ამომწურავ ინფორმაციას მიიღებთ სკოლის საგანმანათლებლო, კლასგარეშე პროგრამებსა და სასკოლო კლუბების შესახებ.

სკოლაში ვიზიტის შემთხვევაში გექნებათ შესაძლებლობა დაათვალიეროთ სკოლის თანამედროვე ინფრასტქრუქტურა, სპორტული კომპლექსი, ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, საკლასო ოთახები და კაფეტერია. 

ონლაინ სარეგისტრაციო ფორმის შესავსებად მიჰყევით ბმულს: http://bit.do/fQ7HF

განსაკუთრებული შეთავაზება: მობილობის 30 ივნისამდე განხორციელების შემთხვევაში, ისარგებლებთ 10%-იანი ფასდაკლებით. გისურვებთ წარმატებებს, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ადმინისტრაცია.