2020-2021 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება!

15 ივნისს ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში გაიმართა 2020-2021 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

GASB-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა წარმოადგინეს სხვადასხვა საცეკვაო და მუსიკალური ნომრები. ღონისძიების დასასრულს თითოეულ მოსწავლეს გადაეცათ წარმატებული სასწავლო წლის დასრულების სიგელები. 

ღონისძიების ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ უმაღლესი აკადემიური შეფასების მქონე მოსწავლეები, რომლებსაც ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დირეტორმა, დიანა ხაჯიშვილმა და ხარისხის მართვის მენეჯერმა, დავით ლიპარტელიანმა გადასცეს სპეციალური ჯილდოები.