ჩვენი საქართველო!

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში V კლასელებს შორის გაიმართა შემაჯამებელი ვიქტორინა - „ჩვენი საქართველო“. „ჩვენი საქართველო“-ს ფარგლებში, მოსწავლეები შეისწავლიან ჩვენი ქვეყნის გეოგრაფიას, ისტორიას და ეთნოგრაფიულ თავისებურებებს.

ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეებს გადაეცათ მონაწილეობის სიგელები, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრები დაჯილდოვდნენ სხვადასხვა პრიზებით. 

ღონისძიების ხელმძღვანელი: მზიანა ებრალიძე - ისტორიის მასწავლებელი