სპექტაკლი- "სამი გოჭი"

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისურენოვანი დრამ წრის მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე გამართეს სპექტაკლი “სამი გოჭი”.

პატარა მსახიობებმა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული, საბავშვო ზღაპარი გააცოცხლეს და წარუდგინეს მაყურებელს. სამი გოჭის ამბავი მსოფლიოს ყველა პატარამ იცის. ისინი ლამაზ სახლებს აშენებენ, თუმცა მოულოდნელად თავს ესხმით მგელი და მათი სახლების სიმყარეს ამოწმებს.

GASB-ის სცენაზე მგელი გაკეთილშობილდა და სპექტაკლი მოულოდნელი, ორიგინალური ფინალით დასრულდა.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ:

  • ლევან გობაძე-IV კლასი
  • საბა ანანიძე-V კლასი
  • ბარბარე ბერიძე-IV კლასი
  • ანასტასია ბერიძე-IV კლასი
  • სესილი ხვიჩია-IV კლასი
  • მარიტა დიასამიძე-IV კლასი
  • ნიკოლოზ ზაქარეიშვილი-V კლასი

ღონისძიების ხელმძღვანელი: მადონა ფუტკარაძე