National Selection Conference Of EYP, Georgia

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა წელს ევროპის ახალგაზრდული პარლამენტის პირველ ონლაინ სესიაში ღებულობს მონაწილეობას.

ეროვნულ შესარჩევ კონფერენციაში ჩვენი სკოლის ათი მოსწავლე მონაწილეობს:

  • თეა შარაშიძე
  • ლანა ბოლქვაძე
  • მელიტა ჩხაიძე
  • დაჩი დარჩიძე
  • ემილი ქუთელია
  • ლიზა მახარაძე
  • ანა ბოლქვაძე
  • ანი იოსელიანი
  • ნინი ჯიმშერაძე
  • თეიმურაზ ჯაყელი

ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი არის ის პლატფორმა, რომელიც წლებია ხელს უწყობს ახალგაზრდების აქტიურ ჩართულობას ახალგაზრდული პოლიტიკის წარმართვაში.

პროექტში ჩართული ახალგაზრდები არამარტო გაიაზრებენ მსოფლიოსა და ევროპის წინაშე არსებულ გლობალურ გამოწვევებს, არამედ ფიქრობენ მათი გადაჭრის გზებზე, უზიარებენ ერთმანეთს განსხვავებულ იდეებს და გამოცდილებას.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ყოველთვის დაუჭერს მხარს იმ ღონისძიებებს, რომელიც საერთო ევროპულ ღირებულებებზე ცოდნის ამაღლებასა და ახალგაზრდებში დემოკრატიული მოქალაქის უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

წარმატებას ვუსურვებთ კონფერენციის თითოეულ მონაწილეს.