ესეების კონკურსი- "ახალგაზრდები მშვიდობისთვის“

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში დასრულდა პროექტი “ახალგაზრდები მშვიდობისთვის”, რომლის ფარგლებშიც 2 ივნისს გაიმართა ესეების კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი. 

კონკურსის ფარგლებში მოსწავლეებმა წარადგინეს ესე, თემაზე: “მე ვირჩევ მშვიდობას”.

გამოვლინდა ხუთი გამარჯვებული:

  • დავით დიასამიძე - VIII ა კლასი
  • ალექსანდრე მეტრეველი - IX ა კლასი
  • ლიკა მჟავანაძე - IX ბ კლასი
  • თეიმურაზ ჯაყელი - X ა კლასი
  • გიორგი სურმანიძე - X ბ კლასი

პროექტის მიზანია რადიკალური აზროვნების, როგორც კონფლიქტის გამომწვევი მთავარი მიზეზის გააზრება და მშვიდობის მშენებლობა.

აღნიშნული ინიციატივა განხორციელდა „სამოქალაქო განათლება რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ“ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამოქალაქო განათლების პედაგოგთა ფორუმი.