GASB-ელების კოსმოსში მოგზაურობა

GASB-ის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით უტარდებათ ინტერაქტიული გაკვეთილები, მათ შორის ბუნებაში.

პირველი კლასის მოსწავლეებმა ბუნების გაკვეთილზე შეისწავლეს სხვა და სხვა ასტრონომიული ხელსაწყოები: მიკროსკოპი, ტელესკოპი და ციური სხეულები.

თეორიულად მიღებული ინფორმაციის შემდგომ ჩვენმა პატარებმა პრაქტიკულად გამოსცადეს თითოეული ხელსაწყოს გამოყენება და კოსმოსში იმოგზაურეს.

დაწყებითი საფეხურის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ყველაზე მეტი რესურსი სჭირდებათ ინტერაქტიული გაკვეთილების ჩასატარებლად, რათა ეროვნული სასწავლო გეგმის მიხევდით მოსწავლეებს შევთავაზოთ პრაქტიკული უნარ-ჩვევების განმავითარებელი გაკვეთილები.