GASB-ის წარმატებული მოსწავლე!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ქვეპროგრამის „კონკურსები და ოლიმპიადები“ ფარგლებში 2013 წლიდან ატარებს ლიტერატურულ მარათონს, რომელშიც მონაწილეობას ღებულობენ აჭარის ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების VII – XII კლასების მოსწავლეები კატეგორიების შესაბამისად.

ლიტერატურული მარათონის პირველ ტურში მონაწილე 543 მოსწავლიდან მეორე ტურში გადავიდა რეიტინგული სიის 35-35 მონაწილე კატეგორიების შესაბამისად. მეორე ტური ჩატარდა ინდივიდუალურად, წამყვანთან ერთად წერილობით პირისპირ შერკინების ფორმით. საპრიზო ადგილზე გასული მონაწილეები სამინისტროს მიერ დაჯილდოვდებიან.

I კატეგორიაში გამარჯვებულთა სიის მეორე ადგილის მფლობელია ნიკა დარსალია, ქალაქ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნიკა დარსალიას მიღწეულ წარმატებას!