„COVID-19 და ვაქცინაცია „ GASB-ელების ახალი ინიციატივა

COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებისა და ვაქცინაციის პროცესის შესახებ საზოგადოების ინფორმირებისა და ცნობიერების ამაღლების, ასევე, ჯანსაღი დისკუსიისა და მსჯელობის წახალისების მიზნით, ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ეკო-კლუბის  მოსწავლეებმა განახორციელეს საინფორმაციო ხასიათის პროექტი "COVID-19 და ვაქცინაცია".

პროექტის მიზანი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ სანდო და ოფიციალური წყაროების საშუალებით გავრცელებული ინფორმაციის თავმოყრა, ვაქცინაციის სიკეთეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, დამკვიდრებული მითების იდენტიფიცირება და დეზინფორმაციაზე რეაგირებაა.

„ეკო კლუბის“ წევრებმა სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით მოამზადეს საინფორმაციო ხასიათის პოსტერები და გაავრცელეს სკოლის ტერიტორიაზე.

COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა.

იყავი ინფორმირებული და გაიკეთე ვაქცინა, ერთად შევაჩეროთ COVID-19-ით გამოწვეული პანდემია!

კლასი: VII

პედაგოგი: დიანა გოგიჩაიშვილი