20
მაისი
დღეს „ბოლო ზარია“ GASB-ის მე-12 კლასელებისთვის!
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულები, ღირსეულად გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და ცხოვრების უმნიშვნელოვანესი პერიოდი წარმატებით დაასრულეს.
მიმდინარე წელს, მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე ,,ბოლო ზარს’’ ტრადიციული ჟრიამული არ ახლავს, თუმცა განწყობა ამაღლებულია. წინ წარმატებების, პროფესიული არჩევანისა და ცოდნის მაქსიმალური დაუფლების ულამაზესი წლებია.
გილოცავთ GASB-ელებო!
გისურვებთ დაუღალავი შრომითა და პროფესიული სრულყოფისადმი მოტივირებული მიდგომებით, ქვეყნის სასიკეთოდ, დასახული მიზნების მიღწევას.