Jeopardy GASB-ში!
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლების ნინო ხაჩიძისა და მადონა ფუტკარაძის ხელმძღვანელობით ჩატარდა შექსპირის ყოველწლიური იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ღონისძიება მოიცავდა Jeopardy-ის თამაშს და სხვადასხვა ინტერაქტიულ აქტივობებს შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების თემის ირგვლივ.
Jeopardy! არის ამერიკული ტელეთამაში, რომელიც წარმოდგენილია ვიქტორინის სახით და რომელშიც კონკურსანტებს წარუდგენენ ზოგადი ცოდნის შეკითხვებს სხვადასხვა თემებზე. ფინალისტი კი ამ დღის გამარჯვებულია.
ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეებით დაკომპლექტებული გუნდები.
თითოეულ მონაწილე მოსწავლეს გადაეცა წარმატებისა და მონაწილეობის სერტიფიკატი, ხოლო გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა სკოლის მიერ განსაზღვრული ფასიანი საჩუქრით.