13
მაისი
ინგლისური ენის მართლწერის “Spelling Bee”- ს ფინალური ტური
ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში ჩატარდა ინგლისური ენის მართლწერის “Spelling Bee”- ს ფინალური ტური.
მართლწერის კონკურსი ჩატარდა კემბრიჯის მიერ განსაზღვრულ B1 დონის შესაბამის ლექსიკურ ერთეულებზე, სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ GASB-ის მე-8 და მე-9 კლასის მოსწავლეები.
პირველ ტურში გამოვლინდა ექვსი ფინალისტი, ხოლო ფინალურ ტურში გამარჯვებული გახდა VIII კლასის მოსწავლე დავით დუმბაძე. ფინალისტებს გადაეცათ წარმატების სიგელი, ხოლო გამარჯვებული დაჯილდოვდა სერთიფიკატითა და სკოლის მიერ განსაზღვრული ფასიანი საჩუქრით.
ღონისძიებას ხელმძღვანელობდნენ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის ინგლისური ენის პედაგოგები, ნინო ხაჩიძე და მადონა ფუტკარაძე.
GASB-ი ულოცავს მონაწილეებსა და გამარჯებულს მიღწეულ წარმატებას!