პროექტი "ახალგაზრდები მშვიდობისთვის"

ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში მიმდინარეობს პროექტი "ახალგაზრდები მშვიდობისთვის", რომლის ფარგლებშიც, გაიმართა ინტერაქტიული შეხვედრა GASB-ის მოსწავლეებსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, "ბერგჰოფის ფონდი"- ს აჭარის რეგიონის კოორდინატორ - ნატალია ლაზბასთან, ქალბატონმა ნატალიამ ისაუბრა თემაზე: "რადიკალიზმი ქართულ-აფხაზურ კონფლიქტში". პროექტი მიზნად ისახავს სხვადასხვა აქტივობებს და მოსწავლეების ინფორმირებას აფხაზეთში მცხოვრები ქართველების საჭიროებებზე.

აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება პროექტის -"ერთობლივი ინიციატივა რადიკალიზაციისა და ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ" ფარგლებში და მისი მიზანია: რადიკალური აზროვნების, როგორც კონფლიქტის გამომწვევი მთავარი მიზეზის გააზრება, რაც მომავალში ახალგაზრდებს დაეხმარებათ კონფლიქტების მშვიდობიანი ფორმით გადაჭრაში.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ესეების კონკურსი "მე ვირჩევ მშვიდობას" კონკურსის შედეგად გამოვლენილი ხუთი საუკეთესო ესე დაიბეჭდება ბროშურის სახით, ხოლო ავტორები დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრებით.