23 აპრილი - წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღე

23 აპრილს, მსოფლიო აღნიშნავს წიგნის და საავტორო უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეს.

ამ დღის საქართველოში აღნიშვნის ტრადიცია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ინიციატივით დამკვიდრდა და წლებია სხადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიებებით ყოველწლიურად აღინიშნება.