23 აპრილი - ინგლისური ენის საერთაშორისო დღე

23 აპრილი - ინგლისური ენის საერთაშორისო დღეა, ეს დღე აგრეთვე ასოცირდება უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღთან. ინგლისურ ენას გამორჩეული ისტორია აქვს.

ისტორიული წყაროების მიხედვით ის არც თუ ცივილიზებული ტომების ენა იყო ევროპის კონტინენტზე. დროთა განმავლობაში ინგლისური მცირეოდენი ტომების სალაპარაკო ენიდან დედამიწის უმთავრეს ენად გარდაიქმნა და ამ პროცესში რადიკალური ცვლილებები განიცადა.

ინგლისური ენის ისტორია იყოფა სამ პერიოდად:

• ძველი ინგლისური, უძველესი დოკუმენტებიდან (ანგლო-საქსონური დასახლებებით დაახლოებით ჩვ.წ. 459 წლიდან) 1100 წლამდე;

• საშუალო ინგლისური პერიოდი 1100- დან 1500 წლამდე;

• ახალი ინგლისური პერიოდი - 1500 წლიდან დღემდე.

დღეისათვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა მთელ მსოფლიოში.