22 აპრილი - დედამიწის საერთაშორისო დღე

 გაეროს გენერალური ასამბლეის დადგენილებით დედამიწის საერთაშორისო დღე 1971 წლიდან აღინიშნება და ეკოლოგიურ ხასიათს ატარებს, მიზნად ისახავს ბუნებრივი კატასტროფების აცილებასა და ეკოსისტემის მოფრთხილებას.

ეს დღე ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნელსონმა მას შემდეგ დააარსა, რაც 1969 წელს სანტა ბარბარას საბადოდან ნავთობი დაიღვარა, რამაც ოკეანის დაბინძურება და წყლის ბინადართა განადგურება გამოიწვია. ამ დღის აღნიშვნაში მონაწილეობა 20 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 

დედამიწის საერთაშორისო დღე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი ღონისძიებაა, რომელშიც ყოველ წელს მსოფლიოს 192 ქვეყნის სხვადასხვა ორგანიზაცია და მილიონობით მოხალისე მონაწილეობს.