გაკვეთილი ფრანგულ ენაში!

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 2006 წლიდან ახორციელებს უცხოეთში სტაჟირების პროგრამას, რომელსაც საფუძვლად უდევს ევროპის რეგიონთა ასამბლეას ახალგაზრდების გაცვლითი პროგრამა „ევროოდისეა”.

პროგრამა გულისხმობს ბათუმის საჯარო და კერძო სკოლებში უცხო ენის მასწავლებლების მოწვევას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

2021 წლის 16 აპრილიდან, ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლაში, სამი თვით, ფრანგული ენის მასწავლებლებთან ერთად გაკვეთილებს ჩაატარებს ბელგიელი, ფრანგული ენის მასწავლებელი შარლ ბეკლარი.

უცხოელ მასწავლებელთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დაეხმარება, როგორც ჩვენ პედაგოგებს, ასევე მოსწავლეებს ვერბალური კომუნიკაციის განვითარებასა და ინტერკულტურული ურთიერთობების უკეთ ჩამოყალიბებაში.

დღეს, V კლასის მოსწავლეებს ფრანგული ენის გაკვეთილი ჩაუტარდათ კამპუსის ღია სივრცეში, სადაც ფრანგული ენის მასწავლებლებმა შარლ ბეკლარმა და ნინო გურგენიძემ მოსწავლეებთან ერთად განიხილეს დღევანდელი გაკვეთილის თემა: „ფერები და მისი სქესში და რიცხვში წარმოება“.