TOEFL-ის ტესტის მოსამზადებელ სპეციალურ კურსი

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა XI-XII კლასის მოსწავლეებს, ვისაც სურს სწავლის საზღვარგარეთ გაგრძელება, სთავაზობს TOEFL-ის ტესტის მოსამზადებელ სპეციალურ კურსს.

TOEFL - ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ტესტია, რომელიც მოიცავს კითხვის, წერის, მოსმენისა და საუბრის უნარებს.

ასევე გაცნობებთ, რომ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლის TOEFL- ის გამოცდის მოსამზადებელი კურსისა და ფინალური გამოცდის სრულ დაფინანსებას.

აქვე გიზიარებთ ჩვენი ერთ-ერთი წარმატებული კურსდამთავრებულის - ნიკა დელიანიდის TOEFL-ში მიღებულ შედეგს, 120-დან 103 ქულა, რაც შეესაბამება ინგლისური ენის ფლობის მაღლეს (Advanced) დონეს.

ნიკა ამჟამად სწავლობს ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში და სწავლის გაგრძელებას აპირებს უცხოეთში.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს ნიკას მიღწეულ შედეგს და უსურვებს არაერთ წარმატებას!

TOEFL-ის ტესტის მოსამზადებელ კურსს ხელმძღვანელობს მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგი - ეკატერინე ლებანიძე.