GAU-ს იმიტირებული სასამართლო პროცესების კონკურსი

 ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის XI კლასის მოსწავლეები მონაწილეობას ღებულობენ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გაუ / GAU Georgian American University სამართლის, სოციალური მეცნიერებებისა და დიპლომატიის სკოლის პროექტში, „იმიტირებული სასამართლო პროცესები“-ს კონკურსში. 

GASB-ელების გუნდი, "პრეზუმცია" კონკურსში მონაწილე 53 გუნდიდან საუკეთესო ათეულში მოხვდა და ღირსეულად გადავიდა ფინალურ ეტაპზე. წარმოგიდგენთ კონკურსის მონაწილე მოსწავლეებს:

  • თეა შარაშიძე
  • ანნა ანანიძე
  • ლანა ბოლქვაძე
  • მელიტა ჩხაიძე

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს და წარმატებებს უსურვებს ჩვენ გუნდს ფინალურ ეტაპზე!