2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღეა

2007 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელებისმსოფლიო დღედ გამოაცხადა.

აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთანდაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა დარეალიზაციას.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის VII-IX კლასის მოსწავლეებიც შეუერთდნენ აღნიშნულ კამპანიას და მოამზადეს სხვადასხვა თვალსაჩინოება დღევანდელ დღესთან დაკავშირებით.

აუტიზმი მიეკუთვნება ნეიროგანვითარებითი დაავადებების ჯგუფს და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით. აუტიზმი უფრო ხშირია, ვიდრე ბავშვთა ასაკში გამოვლენილი ისეთი ცნობილი დაავადებები, როგორიც არის ეპილეფსია, შაქრიანი დიაბეტი და სიმსივნე. აუტიზმი თანაბრად გავრცელებულია ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური მრწამსისა და სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში.

პედაგოგი: დიანა გოგიჩაიშვილი