GASB ALUMNI

მოხარულნი ვართ გაგიზიაროთ ჩვენი სკოლის XII კლასის მოსწავლის, გიგი მახარაძის, წარმატება!

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა ულოცავს გიგი მახარაძეს საფრანგეთის ერთ-ერთ საუკეთესო ბიზნეს სკოლაში - IESEG School of Management - Grande Ecole Program-ზე ჩარიცხვას. 

IESEG მენეჯმენტის სკოლა საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ბიზნეს სკოლაა, რომელიც მე-7 ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით და 32-ე ადგილზეა Financial Times-ის მენეჯმენტის 2020-ის რეიტინგში.

Grande Ecole პროგრამის მიზნები დაფუძნებულია ცოდნისა და უნარების შეძენაზე, პასუხისმგებლიანი და ინსპირირებით სავსე მენეჯერების მომზადებაზე.

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა კიდევ ერთხელ ულოცავს გიგის ამ წარმატებას!