“მცენარეთა სამყარო” GASB-ში

21-ე საუკუნის საგანმანათლებლო სივრცე გაფართოვდა და საკლასო ოთახს გასცდა.

ნებისმიერი სასწავლო საგანი საჭიროებს კავშირს რეალობასთან, სწორედ ამიტომ ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებს, ბუნებისმეტყველებაში ჩაუტარდათ პრაქტიკული გაკვეთილი თემაზე - „მცენარეთა სამყარო”.

პატარა GASB-ელებმა კამპუსის ტერიტორიაზე დარგეს სხვადასხვა მცენარე, შემდგომ საკლასო ოთახში გადაიტანეს და ზრდის პროცესს დააკვირდებიან.

მოსწავლეები ნათლად დაინახავენ მცენარის განვითარების ეტაპებს და გამოიმუშავებენ მათ მიერ დარგული მცენარეების მოვლა - პატრონობის უნარებს.

შეუფასებელია მცენარეთა როლი ბუნებასა და ადამიანის ცხოვრებაში. ადამიანი ბუნების ნაწილია, ამიტომ ბუნების გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელია.

კლასი: Iა, Iბ, Iგ, Iდ

პედაგოგი: მელანო არძენაძე