ვორქშოფი ბულინგის პრევენციის თემაზე

ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის პედაგოგებისთვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე "ბულინგის პრევენციისა და ინტერვენციის გზები სასკოლო გარემოში". ტრენინგის ფარგლებში ჩვენი სკოლის 20-მდე პედაგოგმა დამატებითი ცოდნა მიიღო შემდეგ საკითხებზე:

  • ბულინგის დეფინიცია და სახეები (მსხვერპლი ბავშვის ქცევითი ნიშნების ამოცნობა, ინტერვენცია, ბულინგის პრევენცია);
  • ბულინგის კატეგორიები, სფეროები, მონაწილე პირები (რისკ-ფაქტორები, დამცავი ფაქტორები, კულტურულ-სოციალური გარემო, ეფექტური კომუნიკაცია).

ტრენინგს უძღვებოდა არასამთავრობო ორგანიზაციის "საორსა" დამფუძნებელი, ლია ფუტკარაძე.